Accessibility links

სახალხო კრების ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ


სახალხო კრების ლიდერები, რომლებიც 21 მაისიდან საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ, დღეს თბილისში შეხვდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ დიპლომატებს განუმარტა მთავარი ამოცანა, კერძოდ, ის, რომ საქართველოში უნდა იყოს რეალური დემოკრატია და არა ნეობოლშევიზმი. ბურჯანაძის თქმით, სახალხო კრება მშვიდობიანად იბრძოლებს, რათა ხელისუფლება წავიდეს და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG