Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეგიონის საზღვართან ინციდენტი მოხდა


საქართველოს შსს-ს განცხადებით, 2 ადამიანი, მათ შორის 17 წლის მოზარდი დაიჭრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე საჩხერის რაიონში. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს დილით საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს, სამხედრო ფორმიანი პირები შეეცადნენ, დაეკავებინათ საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ჯონჯოლს აგროვებდნენ. სამინისტროს ცნობითვე, ახალგაზრდებს გაქცევის მცდელობისას ესროლეს, ორ დაჭრილს კი, გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა. მისი მტკიცებით, მესაზღვრეებმა ზნაურის რაიონის სოფელ ლოპანის რაიონში აღმოაჩინეს ამ ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი ადამიანები, რომელთა დაკავების აღსაკვეთად უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საპასუხო სროლის შემდეგ დამრღვევთა ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე მიიმალა, 4 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი კი, მესაზღვრეებმა დააკავეს. ამავე კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არასრულწლოვანს კი, დადგენილი წესით უახლოეს ხანში გადასცემენ ქართველ სამართალდამცავებს
XS
SM
MD
LG