Accessibility links

logo-print

მედვედევი: უკრაინამ არჩევანი უნდა გააკეთოს რუსეთსა და ევროკავშირს შორის


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დროა, უკრაინამ გადაწყვიტოს, რა ურჩევნია - მეზობელ რუსეთთან დაახლოება, თუ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. დმიტრი მედვედევი ამ საკითხს შეეხო ფართომასშტაბიან პრესკონფერენციაზე, რომელზეც მედიასაშუალებების 800-ზე მეტი წარმომადგენელი იყო აკრედიტებული. მედვედევის თქმით, "ყველგან ყოფნა შეუძლებელია", „ან აქ უნდა იყო, ან იქ“ და ევროკავშირისაკენ მისწრაფება უკრაინას გაურთულებს საბაჟო კავშირში შესვლას რუსეთთან, ყაზახეთთან და ბელორუსიასთან ერთად.
XS
SM
MD
LG