Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო „შეშფოთებულია“ ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტის გამო


სააგენტო სივილ ჯორჯია იუწყება, რომ ცხინვალის რეგიონთან დღეს მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთება გამოხატა თბილისში აშშ-ის საელჩომ. სააგენტოს თანახმად, საელჩო ყველა მხარეს მოუწოდებს თავდაჭერა გამოიჩინოს, დეტალები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობოს და რაც შეიძლება მალე მიიღოს მონაწილეობა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ჯგუფის საგანგებო შეხვედრაში. სივილ ჯორჯია საელჩოს განცხადებიდან კიდევ ერთ ციტატას ავრცელებს: "ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის შეღწევის გადაუდებელ აუცილებლობას“. შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე საჩხერის რაიონში 2 ადამიანი, მათ შორის 17 წლის მოზარდი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG