Accessibility links

logo-print

ალ ყაიდამ გაავრცელა ოსამა ბინ ლადენის ბოლო აუდიო-ჩანაწერი


ალ ყაიდან, როგორც აცხადებს, ოსამა ბინ ლადენის ბოლო აუდიო-გზავნილი გაავრცელა. სავარაუდოდ, ის ბინ ლადენის ლიკვიდაციამდე ცოტა ხნით ადრეა ჩაწერილი. ალ ყაიდის ყოფილი ლიდერი არაბულენოვან ქვეყნებში რევოლუციურ მოძრაობას აქებს და გამოხატავს სიხარულს ეგვიპტესა და ტუნისში წარმატებული ამბოხებების გამო. ბინ ლადენი არაბულენოვანი ქვეყნების მმართველებს თავიანთი თავის კერპებად ქცევასა და ხელისუფლების შესანარჩუნებლად მედიის მანიპულირებაში ადანაშაულებს. ბინ ლადენი მუსულმანურ ქვეყნებში მეტი ლიდერის დამხობას უჭერდა მხარს და მოუწოდებდა ალ ყაიდას შეექმნათ ორგანო, რომელიც თვალყურს მიადევნებდა მიმდინარე მოვლენებს, პარალელურად კი იმუშავებდა იმ ადამიანების დასაცავად, ვინც ტირანების დასამხობად იბრძოდა. 12 წუთიანი აუდიო-ჩანაწერი ჯიჰადისტურ ვებ-საიტებზე გავრცელდა.
XS
SM
MD
LG