Accessibility links

ობამა ახლო აღმოსავლეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას წარმოადგენს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ახლო აღმოსავლეთის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკას წარმოადგენს. მოელიან, რომ ის ყურადღებას გაამახვილებს არაბულენოვან ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ვარაუდობენ, რომ ობამა ეკონომიკურ დახმარებას დაპირდება იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიულ რეფორმებს ირჩევენ. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თქმით, ბარაკ ობამა დახმარების პაკეტს შეთავაზებს ეგვიპტესა და ტუნისს. კერძოდ, ის ეგვიპტეს შეთავაზებს 2 მილიარდ დოლარს დავალიანების შეღავათისა და საკრედიტო გარანტიების სახით. თეთრი სახლის ცნობით, ობამა გაახმაურებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გეგმას ახლოა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთი აფრიკის იმ სახით მხარდაჭერის შესახებ, როგორც ეს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის შემთხვევაში მოხდა. ბარაკ ობამა პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მოწოდებითაც გამოვა და დაგმობს სირიის ხელისუფლების ქმედებას საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ.
XS
SM
MD
LG