Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ გორდონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოსადმი მხარდაჭერა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის 18 მაისი სხდომაზე საქართველოზეც ილაპარაკა: ”ჩვენი მიზანია რუსეთთან თანამშრომლობა იმ საკითხებში, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს, თუმცა, არა ჩვენი პრინციპებისა და მეგობრების ხარჯზე, როგორიც არის რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, ან საქართველოს საკითხი, რასაც კვლავაც წამოვჭრით მთავრობასთან და ხელს შევუწყობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირებს”. ფილიპ გორდონმა აგრეთვე განაცხადა: ”საქართველოში ჩვენმა მყარმა ჩართულობამ და გულუხვმა დახმარებამ ხელი შეუწყო საქართველოს გარდაქმნას დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე და ავღანეთში ამ ქვეყნის ნატოს მნიშვნელოვან პარტნიორად ქცევას. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განვაგრძობთ საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხზე არსებული უთანხმოების მშვიდობიანად გადაჭრის ხელშეწყობისთვის”.
XS
SM
MD
LG