Accessibility links

logo-print

გეიტსს არ უნახავს "მტკიცებულება", რომ პაკისტანის ლიდერებმა იცოდნენ, სად იმყოფებოდა ბინ ლადენი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს მაიკლ მალენის განცხადებით, მათ არ უნახავთ „მტკიცებულება“, რომ პაკისტანის ლიდერებმა რაიმე იცოდნენ ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელზე. თუმცა, გეითსის თქმით, ის, შეერთებული შტატების მთავრობის რამდენიმე სხვა წევრთან ერთად ვარაუდობს, რომ ბინ ლადენის ადგილსამყოფელი პაკისტანში „ვიღაცისთვის“ უნდა ყოფილიყო ცნობილი. გენერალ მალენის შეფასებით, ინფორმაცია იმის შესახებ, ჰყავდა თუ არა ბინ ლადენს პაკისტანელი მფარველები, შესაძლოა, გაირკვეს ბინ ლადენის სამალავში აღმოჩენილი მასალის გაანალიზების საფუძველზე. ოსამა ბინ ლადენი 2 მაისს მოკლეს შეერთებული შტატების სპეცოპერაციის შედეგად, პაკისტანის ქალაქ აბატობადში.
XS
SM
MD
LG