Accessibility links

logo-print

პუტინი ბელორუსიაში ჩადის შესაძლო კრედიტზე მოსალაპარაკებლად


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს მინსკში ჩადის შესაძლო კრედიტზე მოსალაპარაკებლად. ბელორუსია განიცდის ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ბოლო დროს გაამწვავა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრად შემცირებამ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი მზად არის ბელორუსიისთვის 3 მილიარდი დოლარის კრედიტის მისაწოდებლად, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, იმედი აქვს, რომ სანაცვლოდ კონტროლს დაამყარებს რამდენიმე ობიექტზე, რომელთა პრივატიზებაც ბელორუსიას შესაძლოა, მოუწიოს. ამ ობიექტებს შორის ასახელებენ ბელორუსიის ორ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსა და გაზსადენების სისტემას.
XS
SM
MD
LG