Accessibility links

იაპონიის ეკონომიკა ისევ რეცესიაშია


იაპონიის ეკონომიკა, რომელიც სიდიდით მესამეა მსოფლიოში, ისევ მოიცვა რეცესიამ მას შემდეგ, რაც მძიმედ დაზარალდა 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის, შემდეგ კი ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული კრიზისის შედეგად. მონაცემებით, რომლებიც დღეს გამოაქვეყნა იაპონიის მთავრობამ, მთლიანი შიდა პროდუქტი 0,9 პროცენტით შემცირდა იანვრიდან მარტამდე, რასაც უძღოდა დაღმასვლა წინა კვარტალშიც. რეცესიაზე, ჩვეულებრივ, საუბრობენ მთლიანი შიდა პროდუქტის ზედიზედ ორ კვარტალში შემცირების დროს. იაპონიის ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ ეკონომიკა ისევ დაიწყებს ზრდას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში.
XS
SM
MD
LG