Accessibility links

თბილისში იმყოფება იეჟი ბუზეკი


თბილისში იმყოფება ევროპარლამენტის პრეზიდენტი იეჟი ბუზეკი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა. მასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ბუზეკმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიის პლურალიზმისა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მხრივ, ახალი რეფორმებისკენ მოუწოდებს. ამასთან, იეჟი ბუზეკი ქვეყნის მიერ უკვე განხორციელებულ რეფორმებს მიესალმა. ”ახალი რეფორმები აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობდეს სწორი ურთიერთთავსებადობა", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG