Accessibility links

logo-print

საოკუპაციო ხაზთან დაჭრილი გიორგი ლომსაძე თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს


ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ოთხშაბათს დაჭრილი, 17 წლის გიორგი ლომსაძე საჩხერის საავადმყოფოდან თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმების განმარტებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში მას განმეორებითი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდება.
XS
SM
MD
LG