Accessibility links

logo-print

ეუთოში აშშ-ის მისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში 18 მაისის ინციდენტის გამო


ეუთოში შეერთებული შტატების მისიამ განცხადება გააკეთა საქართველოში, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად 18 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. განცხადებაში გამოთქმულია შეერთებული შტატების შეშფოთება ინციდენტის გამო. განცხადება შეიცავს მოწოდებას ყველა მხარისადმი, გამოიჩინონ თავშეკავება და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას მიაწოდონ ინფორმაცია მომხდარის ყველა დეტალზე. ეუთოში შეერთებული შტატების მისიის განცხადებაში გამოთქმული შეფასებით, ინციდენტი ცხადჰყოფს იმის საჭიროებას, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას მუშაობის საშუალება ეძლეოდეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.
XS
SM
MD
LG