Accessibility links

ავღანეთში 35 ადამიანი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, თალიბები თავს დაესხნენ გზის სამშენებლო კომპანიას სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პაქტიის პროვინციაში და კომპანიის 35 თანამშრომელი დახოცეს. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის ინფორმაციით, დაიჭრა, სულ ცოტა, 20 კაცი. ამავე წყაროს ცნობით, ურთიერთსროლა ორი საათი გაგრძელდა და ვარაუდობენ, რომ თალიბებმა რვა მებრძოლი დაკარგეს. პაქტიის პროვინცია, სადაც გზა გაჰყავს ავღანურ სამშენებლო კომპანია „გალაქსი სკაის“, პაკისტანს ესაზღვრება.
XS
SM
MD
LG