Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სურს „ნამდვილი, სტრატეგიული თანამშრომლობა“ რუსეთთან


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს გამოვიდა რუსეთთან „ნამდვილი, სტრატეგიული თანამშრომლობისაკენ“ მოწოდებით მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის გეგმით, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ჟურნალისტებთან საუბრისას, რასმუსენმა თავის „მიზნად“ მოიხსენია მოსკოვთან ამ სახის თანამშრომლობა. მანამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მევედევმა მიუთითა ახალი ცივი ომის საფრთხეზე, თუ რუსეთი და დასავლეთი ვერ შეძლებენ ანტისარაკეტო თავდაცვაზე შეთანხმებას. მოსკოვი უკამყოფილოა იმითაც, რომ ნატომ, როგორც ჩანს, უარყო მისი წინადადება ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის შესახებ. რასმუსენის დღევანდელი განცხადებით, ალიანსის წინადადებაა, შეიქმნას ორი დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც ერთმანეთთან ითანამშრომლებს - ნატოს სისტემა და რუსეთის სისტემა.
XS
SM
MD
LG