Accessibility links

logo-print

გაათავისუფლეს საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც 18 მაისს დააკავეს ცხინვალის რეგიონში


ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც 18 მაისს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საგანგებო განცხადება გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის წარმომადგენლები დვანში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიესალმნენ საქართველოს ოთხი მოქალაქის - გუშინ დაკავებული პირების გათავისუფლებას და იმ ერთი მოქალაქის გამოშვებასაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა დაკავებული. ამასთან, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწუხარებას გამოთქვამს 18 მაისის სროლის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს და რომლის დროსაც საქართველოს ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა. დაჭრილთაგან ერთ- ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება“.
XS
SM
MD
LG