Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდის საკითხს განიხილავს


საქართველოს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს ჩერქეზთა გენოციდის საკითხს. საკითხის ინიციატორი, დიასპორებთან ურთიერთობასა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურია. მან პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვას ნუგზარ წიკლაურმა უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა, რადგან 21 მაისი არის ტრაგიკული დღე, რომელიც ჩერქეზთა გენოციდს უკავშირდება. ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხზე საქართველოში წელიწადზე მეტია, რაც მუშაობენ. პარლამენტის რეზოლუციის პროექტის შემუშავებას წინ უძღოდა სამეცნიერო საზოგადოების დასკვნა, რომელშიც, ნუგზარ წიკლაურის თქმით, მეცნიერულ-ისტორიულად არის დადასტურებული XVIII-XIX საუკუნეებში ჩერქეზთა გენოციდი.
XS
SM
MD
LG