Accessibility links

logo-print

პაკისტანის თალიბანი აცხადებს, რომ მან მოაწყო თავდასხმა ფეშავარში


პაკისტანის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც ამერიკელი დიპლომატების ავტომანქანების წინააღმდეგ იყო მიმართული და დღეს მოეწყო ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში. პაკისტანში შეერთებული შტატების საელჩოს პრეს-მდივნის განცხადებით, ამერიკელ დიპლომატებს შორის სერიოზულად არავინ დაშავებულა ავტომანქანების მახლობლად აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ათი ადგილობრივი მცხოვრები. პოლიცია იუწყება ასევე, რომ აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოეწყო. თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქება თალიბებმა მოაწყეს და თავდასხმები გაგრძელდება, მათ შორის თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ. პაკისტანის თალიბანს და სხვა ექსტრემისტებს დადებული აქვთ პირობა, რომ შურს იძიებენ ოსამა ბინ ლადენის მოკვლისთვის, რაც შედეგად მოჰყვა პაკისტანში შეერთებული შტატების სპეცოპერაციას 2 მაისს.
XS
SM
MD
LG