Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში განაჩენს გამოუტანენ კიდევ ოთხ ოპოზიციონერს


ბელორუსიაში დღეს განაჩენს გამოუტანენ კიდევ ოთხ ოპოზიციონერს, რომლებიც შარშანდელი დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას უწევდნენ ალექსანდრ ლუკაშენკოს. ნიკოლაი სტატკევიჩს, დმიტრი ვუსს, ვლადიმირ ნეკლიაევსა და ვიტალი რიმაშევსკის ასამართლებენ არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებში შესრულებული როლისათვის. ოპოზიცია ირწმუნება, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა. გასულ კვირაში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მთავარ მეტოქეს 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ანდრეი სანიკოვს. დასავლეთის ქვეყნებმა განაჩენი გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
XS
SM
MD
LG