Accessibility links

logo-print

დომინიკ სტროს-კანი დღეიდან შინა პატიმრობაში იმყოფება


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, დომინიკ სტროს-კანი დღეიდან შინა პატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნიუ-იორკში მას ოფიციალურად წაუყენა სექსუალური ძალადობის ბრალდება. ხუთშაბათს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ სტროს-კანის ციხიდან გაშვებისა და მისი შინა პატიმრობაში მოთავსების თაობაზე. ამასთან, ბრალდებულს წვივზე დაუმაგრეს ელექტრომოწყობილობა, რომლითაც მის გადაადგილებას აკონტროლებენ. ბრალდების მხარის განცხადებით, სტროს-კანს ოფიციალურად წაუყენეს ბრალდებები შაბათს ნიუ-იორკში სასტუმროს მოსამსახურე ქალის გაუპატიურების მცდელობასთან დაკავშირებით. სტროს-კანი, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს, 6 ივნისს ისევ წარდგება სასამართლოს წინაშე.
XS
SM
MD
LG