Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში საპროტესტო აქციები იმართება


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, დღეს რამდენიმე ქალაქში დაიწყო საპროტესტო აქციები მეტი თავისუფლების მოთხოვნით. ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ ბანიასში, თვითმხილველების ცნობით, უშიშროების ძალებმა ცეცხლი გახსნეს დემონსტრაციის დასაშლელად. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა აგრეთვე დამასკში და ქალაქ ჰომსში, ისევე როგორც უფრო მომცრო დასახლებებში მიუხედავად სამხედრო ძალებისა, რომლებიც ხელისუფლებამ განათავსა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინაღამდეგ საპროტესტო გამოსვლებისათვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG