Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა დღეს აშშ-ის დელეგაციას უმასპინძლა


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ რეზიდენციაში მიიღო აშშ-ის დელეგაცია, რომელსაც კონგრესმენი მაიკლ ტერნერი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი იყო ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაზე. ადმინისტრაციის ცნობითვე, ამერიკულმა დელეგაციამ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მიხეილ სააკაშვილმა კი, მათ გააცნო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და უკვე დასრულებული და დაგეგმილი პროექტები.
XS
SM
MD
LG