Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა გაავრცელა ქართულმა პარტიამ


ქართულმა პარტიამ გაავრცელა მისი ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისადმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ისინი ცოტა ხანში აღმოჩნდებიან ”ურთულესი არჩევანის წინაშე,” რადგან ”რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდება სააკაშვილსა და მის ხელისუფლებასთან.” ოქრუაშვილი აცხადებს, რომ თავად ხალხთან იდგება ”ფიზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად” და ეჭვი არ ეპარება, რომ ასევე მოიქცევიან ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთა არჩევანი ”ისტორიას შეცვლის და საქართველოს გადაარჩენს”.
XS
SM
MD
LG