Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო კრება 21 მაისს იწყებს ”გადამწყვეტ ბრძოლას”


სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ დღეს განაცხადა, რომ 21 მაისს იწყებს ”გადამწყვეტ ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად.” სახალხო კრების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი და ათიათასობით მხარდამჭერი. აღმასრულებელი კომიტეტის განცხადებით, ხვალ, 15 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე და პარალელურად ბათუმში, ერას მოედანზე ათი ათასობით მოქალაქე შეიკრიბება ”საკუთარი ღირსებისა და კონსტიტუციური უფლებებისთვის.” დღესვე სახალხო კრებამ მისი მხარდამჭერების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მსგავსი მოქმედება 21 მაისს დაგეგმილ აქციას ხელს ვერ შეუშლის. კრების აღმასრულებელმა საბჭომ მხარდამჭერებს მოუწოდა, ხვალინდელი საპროტესტო აქციისას პროვოკაციებს არ აჰყვნენ და მხოლოდ სახალხო კრების შტაბის მითითებები შეასრულონ.
XS
SM
MD
LG