Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში პირობითი სასჯელი შეუფარდეს ორ ოპოზიციონერს


ბელორუსიაში ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს ორ ოპოზიციონერს, ვლადიმირ ნეკლიაევსა და ვიტალი რიმაშევსკის, რომლებიც შარშანდელი დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას უწევდნენ ალექსანდრ ლუკაშენკოს. ნეკლიაევი და რიმაშევსკი გაასამართლეს არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებში შესრულებული როლისათვის. გადაიდო განაჩენის გამოტანა კიდევ ორი ოპოზიციონერის, ნიკოლაი სტატკევიჩისა და დმიტრი ვუსისთვის. გასულ კვირაში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მთავარ მეტოქეს 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ანდრეი სანიკოვს. დასავლეთის ქვეყნები განაჩენს აკრიტიკებენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.
XS
SM
MD
LG