Accessibility links

სირიაში დემონსტრაციებზე, სულ ცოტა, 4 ადამიანი მოკლეს


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, უშიშროების ძალებმა ცეცხლი გახსნეს რამდენიმე დემონსტრაციაზე, რომლებიც პარასკევს გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. როგორც იუწყებიან, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა ცენტრალური სირიის ქალაქ ჰოლმსში და ერთი - ქალაქ სანამინში, რომელიც დედაქალაქ დამასკის სამხრეთით მდებარეობს. საპროტესტო აქციების შესახებ იუწყებიან ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ ბანიასიდანაც და ასევე ზღვისპირა ტალაკიიდან მიუხედავად სამხედრო ძალებისა, რომლებიც ხელისუფლებამ განათავსა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებისათვის ბოლოს მოსაღებად. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, რეპრესიებმა გასულ კვირებში 850-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG