Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა


აქტივისტებისა და თვითმხილველების ინფორმაციით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქში გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა. 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, როგორც იუწყებიან ცენტრალურ ქალაქ ჰომსში დაიღუპა, ორი - დარაას რეგიონში და ერთი - დამასკოში. უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, ბოლო კვირეების მანძილზე სირიაში დაიღუპა 850-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG