Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი არ ეთანხმება თეთრი სახლის გეგმას


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამა განაცხადა, რომ იგი ახლო აღმოსავლეთში ხედავს ხელსაყრელ მომენტსაც და საფრთხესაც. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და ისრაელს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სამშვიდობო პროცესის თაობაზე. გუშინ ობამამ მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელების სახელმწიფოს შექმნას საზღვრებში, რომლებიც არსებობდა 1967 წლის ომამდე, ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის დაპყრობამდე. ნეთანიაჰუმ უმალვე უარყო ობამას წინადადება, მიუთითა რა ისრაელის „დაუცველად“ დარჩენის საფრთხეზე. პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კი დადებითად გამოეხმაურა ობამას ძალისხმევას, განახლდეს ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც შარშან შეწყდა.
XS
SM
MD
LG