Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ კმაყოფილია ობამასთან შეხვედრით


ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, პრემიერ-მინისტი ბენიამინ ნეტანიაჰუ დაიმედებულია შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ. გაზეთი „ჯერუსალემ პოსტი“ იმოწმებს ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენელს, რომლის თქმით, ნეტანიაჰუ პარასკევს გამართული შეხვედრიდან უფრო ოპტიმისტურად განწყობილი გამოვიდა, ვიდრე შეხვედრაზე შესვლისას იყო. ხუთშაბათს ობამამ ახლო აღმოსავლეთში ვითარებაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში. მან მხარი დაუჭირა პალესტინელთა მომავალი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა ემყარებოდეს ისრაელთან 1967 წლის საზღვრებს და ტერიტორიების გაცვლას.
XS
SM
MD
LG