Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შეიძლება აღარ აღუდგეს წინ ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმას


რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა აღარ აღუდგეს წინ შეერთებული შტატების მიერ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას, თუკი ამერიკისგან მიიღებს უსაფრთხოების სფეროში ოფიციალურ დაპირებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გერმანელ და პოლონელ კოლეგებთან მოლაპარაკებებზე თქვა, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის შესახებ შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მოლაპარაკებები, მართალია, ნელა, მაგრამ წინ მიიწევს. მისი თქმით, მოსკოვი გამოდის წინადადებით, წერილობით იქნეს დადასტურებული, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა არ არის მიმართული არცერთი მონაწილე ქვეყნის - ნატოს, რუსეთის ან ევოპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. მოსკოვი შიშობს, რომ თავდაცვითი ფარი მომავალში შეიძლება გადაიქცეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ შემტევ იარაღად. ამის პასუხად შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ეს სისტემა მხოლოდ იმისთვისაა მოწოდებული, რომ დამცავი მექანიზმი შეიქმნას ისეთი ქვეყნების მხრიდან პოტენციური საფრთხის მოსაგერიებლად, როგორიცაა ირანი.
XS
SM
MD
LG