Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი იტყობინება, რომ აშშ-ის ჯაშუშთა ქსელი გამოააშკარავა


ირანის დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოააშკარავა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შექმნილი ჯაშუშური ქსელი. სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით იქნა წაკითხული, საუბარია შეერთებულ შტატებთან დაკავშრებული 30 აგენტის დაპატიმრებაზე. აღნიშნულია, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულები ინფორმაციას აგროვებდნენ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში, ასევე ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებზე. ამ ცნობამდე ორი დღით ადრე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ახლო აღომსავლეთის საკითხებთან დაკავშირებით გამოსვლაში, ირანს კვლავ დასდო ბრალი ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერასა და ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში.
XS
SM
MD
LG