Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის ჰოსპიტალში აფეთქებამ ექვსი ადამიანი იმსხვრეპლა


ავღანეთში გამოძიებამ უარყო ინფორმაცია ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარი ორი აფეთქების შესახებ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ჰოსპიტალის ტერიტორიაზე შეაღწია მხოლოდ ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა. დაზუსტებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, 20-ზე მეტი დაიჭრა. დაღუპულთაგან სულ ცოტა სამი - სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენი იყო. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს თალიბებმა, რომლებმაც ამ გაზაფხულზე გამოაცხადეს, რომ ნატოს, ადგილობრივი მოხელეებისა და პოლიციის წინააღმდეგ მოქმედებების გააქტიურებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG