Accessibility links

logo-print

სამართალდამცველებმა დილით თბილისში აქცია დაშალეს


კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა დაარბიეს. იუწყება ახალი ამბების სააგენტო”ინტერპრესნიუსი”. აღნიშნული სააგენტოს კორესპონდენტს კი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა წაართვეს. ტელევიზიის წინ დარბევა მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო კრების აქციის მონაწილეებმა დროშის ტარები დაუშინეს მანქანას, რომელშიც მომიტინგეთა მტკიცებით, პოლიციელები ისხდნენ. მანქანას დაახლოებით 50-მდე ადამიანი ხელკეტებს ურტყამდა, ჩაუმსხვირეს საქარე მინა, რის შედეგადაც დაშავდნენ მასში მსხდომი ადამიანები. ავტომანქანაში იყო სისხლი. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ აქციის ადგილზე მივიდა სპეცდანიშნულების რაზმი და აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები დაუშინა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უარჰყო როგორც მომიტინგეთა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის, ასევე რეზინის ტყვიებით აქციის მონაწილეთა დარბევის ფაქტი. აქციის ორგანიზატორები და ადამიანის უფლებათა დამცველები დღეს აპირებენ ევროკავშირის წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინონ სათანადო ნივთმტკიცებები.
XS
SM
MD
LG