Accessibility links

logo-print

ირანის არმიის შეიარაღება შეივსო გაძლიერებული სიზუსტის ბალისტიკური რაკეტით


ირანში გამოცხადდა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა შეიარაღება შეივსო გაძლიერებული სიზუსტის ბალისტიკური რაკეტებით, რომლის განადგურებაც უჭირს გადამტაცს. როგორც ირანის თავდასცვის მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განუცხადა სააგენტო ფარსს, რაკეტებმა წარმატებით გაიარა შემოწმება. დასავლეთის ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ირანის „შაჰაბ-3“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები. მათი მოქმედების რადიუსი ორიათას კილომეტრამდეა, რაც სამარისია ისრაელის ნებისმიერ წერტილამდე მისაწვდენად.
XS
SM
MD
LG