Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე: "ვიდგებით მანამდე, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ"


დაახლოებით საათნახევრიანი პაუზის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციის მონაწილეებს სახალხო კრების ლიდერებმა კვლავ მიმართეს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დამონტაჟდება სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება აქციის 24-საათიანი მაუწყებლობა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერით. როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, აქცია ხვალიდან კვლავ აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ ვისაც შეუძლიათ, არ დაიშალონ და ღამე კოსტავას ქუჩაზე გაათენონ: ”ჩვენ ბოლომდე ვიდგებით. ვიდგებით მანამდე, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. მოვითხოვთ იმ დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ, სრულიად უმიზეზოდ დააპატიმრეს და ჩვენ მათ გათავისუფლებასაც მივაღწევთ”. როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, კოსტავას გამზირზე იმიტომ არ იმყოფებოდა საკმარისი რაოდენობის ხალხი, რომ ”მათ სამართალდამცავებმა გზა გადაუკეტეს და მანქანებიდან ჩამოყარეს”.
XS
SM
MD
LG