Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ეშტონი ლიბიაში ჩავიდა


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი კეთრინ ეშტონი ლიბიაში ჩავიდა ლიბიელი მეამბოხეებისთვის მხარდაჭერის გამოსახატად იმ დროს, როცა ნატოს ავიაცია ახალ იერიშებს ახორციელებს მუამარ კადაფის რეჟიმის სამხედრო ობიექტებზე. იგი აპირებს გახსნას ევროკავშირის ოფისი ლიბიელ მეამბოხეთა მთავარ დასაყრდენ ქალაქ ბენღაზიში, რაც ბრიუსელს ლიბიის ოპოზიციასთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირების დამყარებაში დაეხმარება. ეშტონი ევროკავშირის ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელიც ლიბიაში ჩავიდა მას მერე, რაც ქვეყანაში სამი თვის წინ დაიწყო ამბოხება კადაფის ხელისუფლების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG