Accessibility links

logo-print

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში სირიის მიმართ სანქციების გამკაცრების შესახებ იმსჯელებენ. დიპლომატები აცხადებენ, რომ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად დაამატებენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სახელს სირიის ხელისუფლების წევრთა სიას, რომელზეც სამგზავრო აკრძალვა და საკუთრების დაყადაღების სანქციები ვრცელდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ირანის მიმართ სანქციების ”მნიშვნელოვან გაფართოებაზეც”. ორდღიან შეკრებაზე ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირება და ტუნისსა და ეგვიპტეში ახალი, პრო-დემოკრატიული რეჟიმების მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ.
XS
SM
MD
LG