Accessibility links

დღეს, დილის 9 საათზე საქართველოში დაიწყო გამოსაშვები გამოცდები. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ”ყველა სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით, მოსწავლეები გამოცდებს იდენტურ ნეთბუკებთან ჩააბარებენ. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამისა მეშვეობით ჩატარდება”. გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთ-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.
XS
SM
MD
LG