Accessibility links

logo-print

სერგეი ბაგაფში მოსკოვის ერთ-ერთ კლნიკაში განაგრძობს მკურნალობას


მოსკოვის ერთ-ერთ კლნიკაში განაგრძობს მკურნალობას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელსაც გასული კვირის ბოლოს გაუკეთეს ფილტვის ემფიზემის ოპერაცია. სააგენტო “ინტერფაქსთან” საუბრისას რუსმა ქირურგებმა უარყვეს, რომ სერგეი ბაგაფშს ონკოლოგიური დაავადება აქვს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რუსი და ფრანგი ქირურგების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ბაგაფში თავს ნორმალურად გრძნობს და რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. მოსკოვიდან მის დაბრუნებამდე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს.
XS
SM
MD
LG