Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აშშ-ის საელჩო: ჯონ ბასი ჩვეული რეჟიმით მუშაობს


საქართველოში აშშ-ის საელჩომ უარყო, რომ ელჩი ჯონ ბასი გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. საინფორმაციო სააგენტოებს ”ჯიეიჩენსა” და ”პირველს” დღეს საელჩოში განუცხადეს, რომ ბასი ჩვეული რეჟიმით მუშაობას განაგრძობს. მანამდე ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება იუწყებოდა, რომ ჯონ ბასს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა მწვავე საუბარი, რომლის შემდეგ ამერიკელი დიპლომატი გულის შეტევით მოთავსეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
XS
SM
MD
LG