Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბუდაპეშტში


მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს ვიზიტს ბუდაპეშტში, სადაც დღეს შეხვდა უნგრეთის პრეზიდენტ პალ შმიტს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის რეფორმების კუთხით უნგრეთის გამოცდილება გაიზიაროს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილი შეხვედრა უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და უნგრელ ბიზნესმენებთან.
XS
SM
MD
LG