Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 მაისის 12 საათის შემდეგ საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს


”ქართულმა ჯარმა უარი თქვა შეთავაზებაზე, საჭიროების შემთხვევაში საკუთარ ხალხზე ხელი ასწიოს”, - ამის შესახებ თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ინფორმაცია მიღებულია ”სანდო და საიმედო წყაროსგან.” დღესვე ბურჯანაძემ, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს სახელით განაცხადა, რომ მიმართავენ ყველა ზომას, რათა პრეზიდენტმა 26 მაისის სამხედრო აღლუმი მშვიდად ვერ ჩაიბაროს. ნინო ბურჯანაძის თქმით, კრება და მისი მხარდამჭერები მშვიდობიანი მეთოდებით იმოქმედებენ, 25 მაისის 12 საათამდე საპროტესტო აქციის ”კერად” საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია დარჩება, შემდეგ კი, აქცია თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG