Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ ევროპაში მოგზაურობა ირლანდიაში დაიწყო


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ირლანდიაში ჩავიდა. იქ დაიწყო მან მოგზურობა ევროპის ოთხ ქვეყანაში. დუბლინში ჩასვლის შემდეგ, ის და მისი ცოლი, მიშელი შეხვდნენ ირლანდიის პრეზიდენტ მერი მაკალისს და პრემიერ-მინისტრ ენდა კერის. ირლანდიაში ყოფნის მთავარი მოვლენა ობამას სტუმრობაა პატარა სოფელ მონიგალში, რომელიც მისი პაპის პაპის პაპის პაპის დაბადების ადგილია. აშშ-ის პრეზიდენტი კენიელი მამის და ირლანდიული წარმოშობის ამერიკელი დედის ვაჟიშვილია. დღესვე, ობამა დუბლინში ღია ცის ქვეშ სიტყვით გამოვა. ცნობით, ობამა გამოსვლაში ილაპარაკებს აშშ-სა და ირლანდიას შორის მჭიდრო კავშირებზე, რაც მან ქებით მოიხსენია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. სამშაბათს ობამა ბრიტანეთში ჩავა, სადაც ის დედოფალ ელისაბედ მეორის სტუმარი იქნება.
XS
SM
MD
LG