Accessibility links

პაკისტანის საზღვაო ქვეითები ყარაჩის სამხედრო ბაზაზე კონტროლს აძლიერებენ


პაკისტანის საზღვაო ქვეითთა თანახმად, ჩანს, რომ მათ მოახერხეს მეტი კონტროლი დააწესონ ქალაქ ყარაჩიში არსებულ ბაზაზე, რომელზეც იერიში მიიტანეს თალიბებმა თითქმის დღეღამის წინ. მათი წარმომადგენლის თანახმად, სამხედროები წმენდენ ობიექტს და ვარაუდობენ, რომ „წინააღმდეგობა მეამბოხეთა მხრიდან აღარ არის“. ცნობით, ჯერ არ გამოქვეყნდება მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, სანამ საბოლოოდ არ გაწმენდენ ბაზას. უფრო ადრე, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 12 სამხედრო დაიხოცა შეტაკების დროს, როცა ათზე მეტმა მძიმედ შეიარაღებულმა მეამბოხემ იერიში მიიტანა ბაზაზე, კვირას, გვიან. პასუხიმგებლობა თავდასხმისთვის თალიბანმა იკისრა. მათი წარმომადგენლის თქმით, ეს აქტი, თავდასხმა მეჰრანის ბაზაზე, ასევე შურისძიებაა ალ ყაიდის ლიდერის ოსამა ბინ ლადენის მოკვლის გამო.
XS
SM
MD
LG