Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაიმ სკვერზე ტერაქტის მცდელობასთან კავშირში მყოფი პირი აშშ-მა პაკისტანში დააბრუნა


აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც დააპატიმრეს აშშ-ში, ნიუ იორკში, ტაიმს სკვერზე ტერაქტის მცდელობასთან კავშირის ქონის ბრალდებით, პაკისტანში იქნა დეპორტირებული. აფთაბ ალი ხანი გაასახლეს პაკისტანში მას მერე, რაც დამნაშავედ სცნეს საიმიგრაციო საბუთების გაყალბების და ფულის უკანონო გადარიცხვის გამო. ალი ხანმა თითქმის ხუთი ათასი დოლარი გადაურიცხა ფაიზალ შაჰზადს, პაკიტანული წარმოშობის ამერიკელს, რომელიც დამნაშავედ სცნეს ტაიმ სკვერზე 2010 წლის მაისში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში.
XS
SM
MD
LG