Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის კინოფესტივალზე ამერიკელმა კინორეჟისორმა გაიმარჯვა


ამერიკელი კინორეჟისორის, ტერენს მალიკის ფილმმა, „სიცოცხლის ხე,“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა. თვითონ მალიკი „ოქროს პალმის“ პრიზის გადაცემის ცერემონიას არ ესწრებოდა. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი ერგო ამერიკელ კირსტენ დანსტს ლარს ფონ ტრირის „მელანქოლიაში“ როლისთვის. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ფრანგი კინომსახიობი, ჟან დიუჟარდენი, რომელმაც ითამაშა მიშელ აზანავიჩუსის ფილმში „ხელოვანი“.
XS
SM
MD
LG