Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა თავისი წინაპრების სოფელს ეწვია ირლანდიაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს ირლანდიასთან თავისი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრა მიმართვაში, რომლითაც დუბლინში გამოვიდა, ევროპაში თავისი ერთკვირიანი ტურნეს დასაწყისში. ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაზე, ობამამ აღნიშნა, რომ ირლანდიასა და შეერთებულ შტატებს საუკუნოვანი ისტორია, მეგობრობა და საერთო ღირებულებები აკავშირებს. დუბლინში ამ გამოსვლამდე, ბარაკ ობამა ეწვია თავისი დედის წინაპრების სოფელს - მონიგალს. ობამა კენიელი მამისა და ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი დედის შვილია. მონიგალის ქუჩებში ხალხი იყო გასული შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და მის მეუღლე, მიშელთან მისასალმებლად. დღესვე წყვილი დუბლინში შეხვდა პრეზიდენტ მერი მაკალიზს და პრმიერ-მინისტრ ენდა კენის. ირლანდიის შემდეგ ობამა ბრიტანეთს ეწვევა, მოგვიანებით საფრანგეთში დაესწრება "დიდი რვიანის" სამიტს და ტურნეს დაასრულებს პოლონეთში, აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG