Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გაამკაცრა სანქციები სირიისა და ირანის წინააღმდეგ


ევროკავშირმა სირიის მიმართ სანქციები გაამკაცრა მას შემდეგ, რაც დაგმო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები ამ ქვეყანაში. დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადსაც დაამატებენ სიას, რომელში შეყვანი პირებზეც ვრცელდება მოგზაურობის შეზღუდვა და საბანკო ანგარიშების გაყინვა. მინისტრები შეთანხმდნენ აგრეთვე ირანის მიმართ სანქციების გაფართოებაზე. სანქციები გავრცელდა დამატებით 100 კომპანიაზე. მიზეზია ის გარემოება, რომ წინსვლას ვერ აღწევენ თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების პროცესში.
XS
SM
MD
LG