Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ოპოზიციის ოფისი აშშ-ში გაიხსნება


შეერთებული შტატების მაღალი რანგის მოხელის თქმით, ლიბიელი მეამბოხეები დათანხმდნენ შეთავაზებას ვაშინგტონში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა აღნიშნული განცხადება ბენღაზიში გააკეთა, ქალაქში, რომელიც ოპოზიციის მთავარი დასაყრდენია. ფელტმანი ლიბიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებს გარდამავალ ეროვნულ საბჭოსთან. ფელტმანის განცხადებამდე ნატოს ავიაციამ მორიგი იერიში განახორციელა ტრიპოლიში მუამარ კადაფის სამთავრობო ობიექტებზე.
XS
SM
MD
LG