Accessibility links

logo-print
ბუკინგემის სასახლეში დედოფალმა ელისაბედ მეორემ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი მიიღო. ბარაკ ობამამ ლონდონში ვიზიტი დაგეგმილზე ადრე დაიწყო, რათა თავიდან აეცილებინა ფრენის შესაძლო შეფერხება ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ფერფლის გამო. ორშაბათს ბარაკ ობამამ ირლანდიაში ვიზიტით დაიწყო ოთხდღიანი ტურნე ევროპაში. მანამდე ბარაკ ობამამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს „ტაიმსში“, რომელშიც ორი ქვეყნის ურთიერთობას უწოდეს „უმნიშვნელოვანესი“ მსოფლიოსათვის. როგორ დაგეგმილია, კამერონი და ობამა მოლაპარაკებებს 25 მაისს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ბარაკ ობამა დიდი რვიანის ქვეყნების მეთაურებს შეხვდება საფრანგეთში, საიდანაც პოლონეთში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG